Thumbnail

მადონა ახალ ჩანაწერზე მუშაობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი მადონა ახალ ჩანაწერზე ფრანგ არტისტთან, მირვეის აჰმადზაისთან ერთად მუშაობს. პოპის დედოფალმა ტვიტერზე მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გაავრცელა, სადაც კოლეგას "დისკოს ღმერთი" უწოდა. 

მუსიკოსები, სავარაუდოდ, მადონას რიგით მე-14 ალბომზე მუშაობენ. სწორედ მირვეი იყო არტისტის ალბომების American Life და Confessions on a Dance Floor პროდიუსერი. 

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული