Thumbnail

ნახეთ: რეპერმა Young Buck-მა ტრეკზე Can't Lose ვიდეოკლიპი გადაიღო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ნეშვილელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა დევიდ დერნელ ბრაუნმა, ფსევდონიმით Young Buck, მის ბოლო ტრეკზე Can't Lose ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში ახალგაზრდა მომღერალი Twanee მონაწილეობს. მუსიკალური კლიპი არტისტის მშობლიურ შტატში, თენესიშია გადაღებული.

► ლოიდ ბენქსმა გაერთიანება G-Unit დატოვა

რეპერი ახალ ალბომზე Unexpected მუშაობს. სტუდიური ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერები კი ლეგენდარული მუსიკოსები, დოქტორ დრე და 50 სენტი იქნებიან. ეს ინფორმაცია "ბაქ მარლიმ" (არტისტის მეტსახელი) ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დაადასტურა.

დევიდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იანებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ კოლექტივში G-Unit გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი Straight Outta Cashville 2004 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და დღემდე მისი ორ მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი წამყვანი კომპოზიცია Let Me In გახლავთ, რომელშიც ქუინსელი რეპერი 50 Cent მონაწილეობს. იანგ ბაქმა ბოლო მიქსტეიპი 10 Toes Down მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული