Thumbnail

ნახეთ: 30 Seconds To Mars-მა სიმღერაზე Rescue Me კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა 30 Seconds To Mars სიმღერაზე Rescue Me გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის ბოლო ალბომში America არის წარმოდგენილი, რომელიც აპრილში გამოიცა. 

"სიმღერა არის ტკივილზე, რწმენასა და თავისუფლებაზე. ის ეხება ადამიანურ შიშებს, დეპრესიასა და მღელვარებას. იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც ყველა ბედნიერი ვიქნებით და ოცნებებიც აგვისრულდება", - განაცხადა ჯგუფის ვოკალისტმა ჯარედ ლეტომ.

► 30 Seconds To Mars-ის გიტარისტმა ტომო მილიშევიჩმა ბენდი დატოვა

30 Seconds To Mars კალიფორნიაში 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა წარმატებას მეორე სტუდიური ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. კარიერის განმავლობაში ბენდს 20 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ალტერნატიულ როკსა და პოპ როკს მოიცავს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული