Thumbnail

ნახეთ: ჯეი როქი და ლეიბლი TDE დოკუმენტური სერიალის პირველ ეპიზოდს ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული შემოქმედებითი გაერთიანების Top Dawg Entertainment იუთუბის არხზე დოკუმენტური სერიალის Road To Redemption პირველი ეპიზოდი გამოქვეყნდა. ვიდეოს სახელწოდებიდან გამომდინარე მარტივი მისახვედრია, რომ სერია კალიფორნიელი რეპერის, ჯეი როქის განვლილ კარიერას ეხება. ჰიპ ჰოპ არტისტის მომავალი სტუდიური ალბომი Redemption გაყიდვაში 15 ივნისს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Jay Rock - The Bloodiest 

► ნახეთ: ჯეი როქმა სინგლზე Win ვიდეორგოლი გადაიღო 

► ჯეი როქის ახალი ალბომი Redemption გაყიდვაში 15 ივნისს ჩაეშვება 

ეპიზოდში მაყურებელი 2007-08 წლების ექსკლუზიურ კადრებს იხილავს, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ იწყებდა ახალგაზრდა ჯეი კარიერას და, ასევე, როგორ ვითარდებოდა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპ ჰოპ ლეიბლი TDE. ნამუშევარში გაერთიანების ისეთ წევრებსაც შეხვდებით, როგორებიც არიან ქენდრიქ ლამარი, სქულბოი ქიუ, აიზეა რაშადი, ებ-სოული და სხვა.

ჯეი როქმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. ჰიპ ჰოპ შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ ლეიბლში TDE გაწევრიანების შემდეგ გახდა. მას განსაკუთრებული წარმატება ორმა სტუდიურმა ალბომმა Follow Me Home და 90059 მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული