Thumbnail

"რეცეპტი" 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლადო ბურდული (ვოკალი, გიტარა), ზაზა სახამბერიძე (გიტარა, ბექ ვოკალი), კახა გუგუშვილი, იგივე ჯოზეფა (ბას გიტარა) და ვოვა ვარდანიანი (დრამი). მათ მოგვიანებით შალვა ხახანაშვილი (კლავიში) და სანდრო კაპანაძე, იგივე კირპიჩა (საქსოფონი) დაემატნენ.

რეცეპტი - მოდი მალე (1988)

"რეცეპტის" მუსიკალურ მიმართულებას პანკ როკის, გოთიკისა და პოსტ პანკის ნაზავი წარმოადგენდა. ჯგუფის რეპერტუარი მთლიანად ორიგინალური, ქართულენოვანი სიმღერებისგან შედგებოდა. 

რეცეპტი - მე მოვრბოდი შენკენ (1988)

1988-დან 92 წლის ჩათვლით "რეცეპტმა" საერთო ჯამში 7 კონცერტი ჩაატარა. რამდენიმე მათგანის ვიდეოჩანაწერი დღემდეა შემონახული. მათ შორისაა ჯგუფის გამოსვლა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში.

რეცეპტი - კონცერტი უცხო ენათა ინსტიტუტში (1989)

თბილისში, "დინამოს" სტადიონზე ჩატარებულ როკ ფესტივალზე.

რეცეპტი - ნუ მატყუებ (1990)

და "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზზე.

რეცეპტი - მოდი მალე (1992)

"რეცეპტის" ალბომებმა დღის სინათლე მხოლოდ ჯგუფის დაშლის შემდეგ იხილა. 1997 წელს პანკ ლეიბლმა Tian An Men 89 ვინილი Underground Georgia გამოუშვა, სადაც 4 კომპოზიციაა შესული. 2006 წელს კი კანადაში Retsepti ‎– Anthology Of Georgian Underground. Tbilisi, 1987-92 გამოდის. ეს დღემდე "რეცეპტის" შემოქმედების ყველაზე სრულფასოვანი კრებულია.

რეცეპტი - Anthology Of Georgian Underground, Tbilisi 1987-1992 (2006) [სრული ალბომი]

 

ხელმისაწვდომია ასევე "რეცეპტის" სამი სიმღერის - "მე მოვრბოდი შენკენ", "ამ ქალაქში მეფობენ მგლები" და "ისევ მუქდება მორიგი ღამე" ალტერნატიული ვერსიები, რომლებიც ლადო ბურდულმა 1989 წელს დადა დადიანის სახლის სტუდიაში ჩაწერა.

რეცეპტი - ისევ მუქდება მორიგი ღამე (1989)

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული