Thumbnail

30 Seconds To Mars-ის გიტარისტმა ტომო მილიშევიჩმა ბენდი დატოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ბენდის 30 Seconds To Mars გიტარისტმა ტომო მილიშევიჩმა ბენდი დატოვა. ამის შესახებ მუსიკოსმა განცხადება ტვიტერზე გაავრცელა.

არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. თუმცა, დამერწმუნეთ, რომ ჩემთვისაც და ბენდისთვისაც საჭირო იყო, რომ წავსულიყავი. ძალიან გთხოვთ, არ მოიწყინოთ და არც გაბრაზდეთ. ყველასთვის ასე აჯობებს. მადლობა მინდა, გადავუხადო ჯარედ და შენონ ლეტოებს იმისთვის, რომ მათთან ერთად ვიდექი სცენაზე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ის პერიოდი, რაც ჯგუფში გავატარე", - წერს არტისტი.

30 Seconds To Mars კალიფორნიაში 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა წარმატებას მეორე სტუდიური ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. კარიერის განმავლობაში ბენდს 20 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ალტერნატიულ როკსა და პოპ როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული