Thumbnail

ედ შირანს სამლოცველოს აშენებაში ხელს ტრიტონები უშლიან

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინგლისელი პოპ ვარსკვლავი ედ შირანი სუფოლკის საგრაფოში მდებარე კარ-მიდამოში საქსონური სტილის სამლოცველოს აშენებას გეგმავს, თუმცა, მუსიკოსის გეგმებს შესაძლოა, თავქოჩრიანმა ტრიტონებმა შეუშალონ ხელი.

ედ შირანის სახლი

საქმე იმაშია, რომ სუფოლკის საგრაფოში კუდიანი ამფიბიების სწორედ ეს სახეობაა გავრცელებული. სამლოცველოს მშენებლობამ კი შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

2015 წლიდან ბრიტანეთში ტრიტონების დაცვის სპეციალური პროგრამა ამუშავდა, რადგანაც ამ ამფიბიის რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული. რეპტილიის ეს სახეობა წითელ წიგნშიც კია შეყვანილი. მათი განადგურება კანონით იკრძალება.

ამიტომაც, ედ შირანს სამლოცველოს ასაშენებლად სპეციალური ნებართვის აღება მოუწევს, რომელსაც მუსიკოსი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ექსპერტები მიწის ნაკვეთს გულდასმით შეისწავლიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული