Thumbnail

ზურაბ ჯაფარიძის 5 საყვარელი სიმღერა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის 5 საყვარელი სიმღერა. 

რადგან 5 სიმღერა უნდა ამერჩია, ჯერ იმ 5 არტისტის არჩევა მომიწია, რომელიც ჩემი ცხოვრების ტოპ ხუთეულში მოხვედრას იმსახურებდა. ეს მარტივი ამოცანა ნამდვილად არ იყო. სიმღერებს რაც შეეხება, გულწრფელი თუ ვიქნები, ერთი წლის, ერთი თვის ან ერთი კვირის მერე, იგივე კითხვაზე შეიძლება ამავე არტისტების სხვა სიმღერები ამერჩია, ასარჩევი თითოეულს საკმარისზე მეტი აქვს.

და მაინც:

5. Frank Zappa - Muffin Man

Muffin Man თვითონ ზაპას უყვარდა, კონცერტებს ამთავრებდა ხოლმე ამ კომპოზიციით. ჰოდა, ზაპამ ის თვითონ გამოარჩია, მე უბრალოდ დავეთანხმე.

4. The Velvet Underground - Heroin

Heroin ის კომპოზიციაა, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად გამოხატავს Velvet Underground-ის არსს. თუ რამე მომწონს, მიზიდავს, მაშინებს, აღმაფრენს და ა.შ. (ბევრი ზმნა შეიძლება კიდევ აქ დაიწეროს) ამ ჯგუფში, ვფიქრობ, ამ სიმღერაში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. აი, რომ მკითხონ, რა არის Velvet Underground, ვიტყვი, რომ ბევრი რამეა - Femme Fatale, All Тomorrow’s Parties ...  მაგრამ ერთ სიმღერაში თუ მოვუყრით ამ ყველაფერს თავს,  ეს არის Heroin.

3. Nick Cave & The Bad Seeds - Lay Me Low

Lay Me Low ტექსტის შინაარსის გამო, ოდესღაც ამოვიჩემე და ყველა მოსმენაზე ვკაიფობ.

2. David Bowie - Ashes to Ashes

Ashes to Ashes ბოუის ის კომპოზიციაა, რომელიც იმის გარდა, რომ ძალიან მაგარია, რაღაცნაირად მომყვება მთელი ცხოვრებაა. მეტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი 4 წლის შვილის საყვარელი სიმღერაა და ყოველ ჯერზე, როცა მანქანით სადმე მივდივართ, მის ჩართვას ითხოვს. ამიტომაც გამახსენდა და მოხვდა ამ სიაში.

1. Pink Floyd - The Trial

Pink Floyd-ის შემთხვევაში, ერთი საუკეთესო კომპოზიციის გამორჩევა ყველაზე რთული იყო. თუმცა, The Trial არის სიმღერა, რომლის საფუძველზე შექმნილმა კლიპმაც ფილმიდან The Wall, ბავშვობაში ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. რატომღაც ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს კომპოზიცია არასაკმარისადაა დაფასებული თავად Pink Floyd-ის ფანების მიერ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული