Thumbnail

კოლუმბიელმა ვარსკვლავმა შაკირამ ახალი სიმღერა Clandestino გამოუშვა. არტისტი კომპოზიციას მომღერალ მალუმასთან ერთად ასრულებს. ტრეკის პროდიუსერი და ტექსტის ავტორი თავად შაკირაა. ეს მუსიკოსების მესამე ერთობლივი ნამუშევარია.

შაკირამ კარიერა 1988 წელს დაიწყო და დღეს ლათინოამერიკული პოპ სცენის მთავარ წარმომადგენლად ითვლება. ორი გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა მეთერთმეტე სტუდიური ნამუშევარი 2017 წლის 26 მაისს გამოუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში ლიდერობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული