Thumbnail

ნახეთ: ფილარმონიაში სტეფანეს კონცერტი გაიმართა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

7 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სტეფანეს სოლო კონცერტი გაიმართა. მუსიკოსმა ბენდთან ერთად, სავსე დარბაზის წინაშე, 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ჩაწერილი ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა. არტისტმა ჰიტები "ხელები", "მარი", "წამოდი, წავიდეთ", "დამიბრუნდი" და "მზე და შოკოლადები" მსმენელებთან ერთად იმღერა.

► სტეფანეს 5 საყვარელი სიმღერა

ნახეთ: სტეფანეს ინტერვიუ ფილარმონიაში კონცერტის წინ

სტეფანეს კონცერტი ფილარმონიაში

7 ივნისს ფილარმონიაში Stephane Mgebrishvili-ს კონცერტი გაიმართა. 🎶 მუსიკოსმა ბენდთან ერთად, სავსე დარბაზის წინაშე, 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ჩაწერილი ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა. არტისტმა ჰიტები "ხელები", "მარი", "წამოდი, წავიდეთ", "დამიბრუნდი" და "მზე და შოკოლადები" მსმენელებთან ერთად იმღერა. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Friday, June 8, 2018

 

სტეფანემ მაყურებელს რამდენიმე სიურპრიზიც შესთავაზა. მას სცენაზე ლელა წურწუმია შეუერთდა და მუსიკოსებმა 2000-იან წლებში პოპულარული სიმღერა "წვიმს" შეასრულეს. საღამოზე ასევე ქრისტინე იმედაძე, თამარა გაჩეჩილაძე და ნინი ბადურაშვილიც გამოჩნდნენ, რომლებმაც 2009 წლის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კომპოზიცია We Don't Wanna Put In იმღერეს. კონცერტში მონაწილეობა ასევე ერეკლე დეისაძემ, ქეთათომ, მაია დარსმელიძემ და სხვა არტისტებმა მიიღეს. 

მუსიკოსმა სიმღერაზე "მეფერება წვიმა" ვიდეოკლიპის გამოშვებაც დააანონსა, რომელშიც ფილარმონიაში გამართული შოუს ამსახველი კადრებიც შევა. 

სტეფანემ საკუთარი ტრეკების გარდა, მსმენელებს მისი მონაწილეობით დადგმულ მიუზიკლებში გაჟღერებული კომპოზიციები, ასევე ირაკლი ჩარკვიანის, დავით ფორჩხიძისა და მამუკა ჩარკვიანის სიმღერები შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული