Thumbnail

ნახეთ: სტეფანე ფილარმონიაში სოლო კონცერტს დღეს პირველად გამართავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

დღეს სტეფანე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს პირველად გამართავს. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. შოუში მონაწილეობას ერეკლე დეისაძე, ქეთათო, მაია დარსმელიძე და სხვა არტისტებიც მიიღებენ. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

► ნახეთ: სტეფანე - შენთან მოვდივარ

► სტეფანეს 5 საყვარელი სიმღერა

7 ივნისს ფილარმონიაში სტეფანეს კონცერტი გაიმართება

🔜7 ივნისს ფილარმონიაში სტეფანეს კონცერტი გაიმართება. შოუში მონაწილეობას Erekle Deisadze, Maia Darsmelidze, Ketato PoPiashvili და სხვა არტისტებიც მიიღებენ. ნახე, როგორ ემზადება Stephane Mgebrishvili კონცერტისთვის. 👇

Posted by popmusic on Wednesday, June 6, 2018

 

სტეფანემ კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და მალევე ქართული პოპ სცენის ერთ-ერთ წამყვან არტისტად იქცა. 2009 წელს მუსიკოსის პროექტმა "სტეფანე და 3G" ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში სიმღერით We Don't Wanna Put In გაიმარჯვა. მოსკოვში გამართულ ფესტივალზე კი ჯგუფი "ევროპის მაუწყებელთა კავშირმა" დაბლოკა. 2017 წელს შემსრულებელმა მსმენელებს თავისი ცნობილი სიმღერის "დამიბრუნდი" ახალი ვერსიაც შესთავაზა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული