Thumbnail

ბრიტანული გამოცემა Resident Advisor, 24-საათიანი ივენთების სერიის ფარგლებში, თბილისში კლუბებს BASSIANI / HOROOM და SPACEHALL-ს 29 ივნისს ესტუმრება. ღონისძიებაში მონაწილე არტისტების ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

"ბასიანის" სცენას ქართველი არტისტები, გიგი ჯიქია, დავით დათუნაშვილი და ირაკლი აბრამიშვილი ემბიენთ პროექტით Masterknot, რეზო ღლონტის პროექტი Aux Field დიჯეი სეტით, ხოლო Gacha და Berika ლაივ პერფორმანსით გახსნიან. მათთან ერთად წარდგებიან კლუბის რეზიდენტები და ისეთი ცნობილი უცხოელი პროდიუსერები, როგორებიც არიან Efdemin, Ryan Elliott, Hector Oaks, Convextion და სხვა. 

Horoom-ის სცენას კლუბის რეზიდენტებთან ერთად დაიკავებენ Inga Mauer, Galcher Lustwerk და Terekke. 

რაც შეეხება Spacehall-ს, ამ დროისთვის მხოლოდ ორი სტუმრის ვინაობაა ცნობილი. ქართველი მსმენელის წინაშე ლაივ სეტებით წარდგებიან Machine Woman და ბრიტანელი მეთიუ ბარნზი პროექტით Forest Swords. 

ამასთან, ჩამოთვლილი ვენიუების დერეფნებსა და თავისუფალ სივრცეებში მოეწყობა ინსტალაციები, კინოჩვენებები და საჯარო დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ნარკოპოლიტიკა და თბილისის რეივ კულტურის ისტორია. 

უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ამ ივენთისთვის, დინამოს სტადიონის მეორე იარუსზე მოეწყობა დროებითი სცენა Balcony, სადაც დაუკრავენ Dana Ruh და Nicolas Lutz.

კომენტარები

ბოლოს დამატებული