Thumbnail
ფოტო: Billboard

ნახეთ: ლიამ პეინმა გრემ ნორტონის შოუში სიმღერა Familiar შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ინგლისელი პოპვარსკვლავი ლიამ პეინი გრემ ნორტონის შოუს სტუმრობდა. მუსიკოსმა გადაცემაში მისი 2018 წლის ჰიტი Familiar შეასრულა, რომელიც კოლუმბიელ მომღერალ ჯი ბალვინთან ერთადაა ჩაწერილი. კომპოზიცია ლიამის სადებიუტო ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია. 

ლიამ პეინმა პოპულარობა ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობით მოიპოვა. მუსიკოსმა სოლო კარიერა 2014 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Strip That Down მოუტანა, რომელიც შარშან გაყიდვების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული