Thumbnail

„გენეტიკური კოდი“ 1992 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: სერგი გვარჯალაძე (ვოკალი), ალეკო გეგეშიძე (საქსოფონი), ბაკუნა ნოზაძე (გიტარა), მიშა კაჭკაჭიშვილი (ბასი) და ბიჭიკო ოსიპოვი (დრამი). ჯგუფის მუსიკალურ მიმართულებას გლემ როკისა და ნიუ ვეივის ნაზავი წარმოადგენდა, ჟღერადობა კი Roxy Music-ის გავლენას განიცდიდა. 

Genetic Code - It's Still Snow (1992) 

ჯგუფმა სამი ვიდეორგოლი გადაიღო სიმღერებზე It's Still Snow, Artificial Love და Rumours. პარალელურად, მუსიკოსებმა სტუდია „მელოდიაში“ დემო ალბომი ჩაწერეს და თბილისში, ქუთაისსა და მოსკოვში ტურნე გამართეს.

Ready To Fly სწორედ 1992 წლის 12 ივლისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ აქციაზე "როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ" არის გადაღებული. 

Genetic Code - Ready To Fly (1992) 

რამდენიმე თვეში ოსიპოვის დახმარებით, რომელიც მანამდე ვალერი კოჩაროვის „ბლიცში“ უკრავდა და ამ ჯგუფის სხვა წევრების მსგავსად ლივერპულის საპატიო მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული, „გენეტიკური კოდი“ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ლივერპულში ჩასულები პორტის ახლოს, მიტოვებულ შენობაში დაბინავდენ და ადგილობრივ კლუბებში დაიწყეს დაკვრა. ერთ-ერთმა ბრიტანულმა ლეიბლმა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რამდენიმე სიმღერაც ჩააწერინა. თუმცა, რამდენიმე თვეში ჯგუფი დაიშალა. 

Genetic Code - Rumors (1992) 

სერგი გვარჯალაძის და ბაკუნა ნოზაძის Artificial Love დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ სიმღერად ითვლება. მისი ქავერ-ვერსია არაერთ მუსიკოსს აქვს შექმნილი. მათ შორის არიან Rodriguez და New One

Genetic Code - Artificial Love (1992) 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული