Thumbnail
ფოტო: Billboard

ლონდონში BTS-ის პირველი კონცერტის ყველა ბილეთი 10 წუთში გაიყიდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

დიდ ბრიტანეთში BTS-ის პირველ ტურნეზე თითქმის ყველა ბილეთი 10 წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 3,000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების VIP ბილეთები დარჩა. 

სამხრეთ კორეულმა ბოიბენდმა ლონდონში თავისი პირველი კონცერტები ცოტა ხნის წინ დააანონსა. მუსიკოსები ინგლისელი მაყურებლის წინაშე 9-10 ოქტომბერს, მსოფლიო ტურნეს Love Yourself ფარგლებში წარდგებიან. კონცერტი The O2 Arena-ზე გაიმართება, რომელიც 20 ათას ადამიანს იტევს. 

► ისტორიაში პირველად სამხრეთ კორეული BTS ბილბორდის ჩარტის ლიდერია

► ნახეთ: BTS-მა სიმღერაზე Fake Love გადაღებული კლიპის სრული ვერსია გაავრცელა

► ნახეთ: BTS-ის 10 საუკეთესო სელფი

BTS-ის მსოფლიო ტურნე სტარტს 25 აგვისტოს სეულში აიღებს და 20 ოქტომბერს პარიზში დასრულდება. კეიპოპ კოლექტივი სულ ექვს ქვეყანას ესტუმრება.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. კეიპოპის ისტორიაში ჯგუფი პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ის და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული