Thumbnail

ერეკლე დეისაძის 5 საყვარელი სიმღერა

მწერლისა და მუსიკოსის, ერეკლე დეისაძის 5 საყვარელი სიმღერა. 

5. Pharrell Williams - Freedom

ამ სიმღერაში ისტერიულობა და სინაზე იმდენად თანაბრადაა გადანაწილებული, ასეთი კონტრასტის შექმნას მუსიკაში ბევრი ვერ ახერხებს. აღარაფერს ვამბობ კლიპზე, რომელიც ნამდვილი შედევრია.

4. Lowlife - Ramified

ეს კომპოზიცია დაახლოებით ექვსი წლის წინ, გრინჩმა მომასმენინა. თავიდან დაქავერება მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, ყველაფერს რაც გიყვარს, არ უნდა შეეხო. ხანდახან სჯობს, დატოვო როგორიცაა და უბრალოდ დატკბე.

3. Motorama - I See You

ეს სიმღერა მაგიურია. მგონია, რომ I See You დროის მიღმა არსებული დიალოგია, სადაც ვლად პარშინი იენ კერტისს ელაპარაკება. მისი მუსიკა კი ზუსტად თარგმნის იენის ნერვულ მოძრაობებსა და პულსაციას.

2. Royksopp - Alcoholic

ამ კომპოზიციას ყვავილების სურნელი ახლავს და ზღვის სიო ერთვის. პირველად მისი სმენის დროს გამეხსნა MDMA და ამიტომაც, დღემდე მახსოვს. თუ სამოთხე არსებობს, ის ერთხელ მაინც უნდა ჩართოს იქ ვინმემ.

1. Joy Division - Athmosphere

ეს იყო პირველი სიმღერა, რომლითაც ეს დიდებული ჯგუფი გავიცანი. მოგვიანებით კი, ის ჩემი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცა. აღდგომასავით კომპოზიციაა, ყველას რომ მკვდარი გონიხარ და სადღაც შენთვის იბადები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული