Thumbnail

ქენდრიქ ლამარს პულიცერის პრემია გადასცეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებელს, ქენდრიქ ლამარს მუსიკის დარგში პულიცერის პრემია 2017 წლის ჩანაწერისთვის DAMN. ოფიციალურად გადაეცა. საზეიმო ცერემონია კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიმართა.

ლიტერატურული წიაღსვლები ქენდრიქ ლამარის შემოქმედებაში

"ჩვენ ისტორიას ვქმნით", - განაცხადა პულიცერის ადმინისტრაციის წევრმა, დანა ქანედიმ.

"მთელი ცხოვრებაა, ვწერ. მშვენიერია, როდესაც ასეთ აღიარებას მოიპოვებ", - აღნიშნა არტისტმა.

ქენდრიქი პირველი რეპერია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. აქამდე, პულიცერის ისტორიაში, მხოლოდ ჯაზისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები იმარჯვებდნენ.

კალიფორნიელმა შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გავრცელებული სტუდიური ჩანაწერით Good Kid, M.A.A.D City გახდა. დღეს მუსიკოსის დისკოგრაფია 4 კომერციულად წარმატებულ ალბომს აერთიანებს. 2017 წელს მუსიკოსმა მისი ბოლო ნამუშევარი DAMN. გამოუშვა. 

2016 წელს ჟურნალმა Time კომპტონელი არტისტი 100 გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მსოფლიო მასშტაბით, ქენდრიქ ლამარის შემოქმედების 10 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს გარდა, რეპერი გრემის 12 ნომინაციის გამარჯვებულია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული