Thumbnail
ფოტო: LOOΠΔ yyxy

ნახეთ: კეიპოპ ჯგუფმა Loona yyxy და Grimes-მა ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთ კორეულმა ბენდმა Loona yyxy და კანადელმა პოპვარსკვლავმა Grimes პირველი ერთობლივი სიმღერა Love4eva და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს. კომპოზიცია კეიპოპის, სინთპოპისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავია. ტრეკი გოგონების სადებიუტო EP-ში Beauty & The Beat შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

Loona yyxy კეიპოპ ბენდის Loona-ს ერთ-ერთი ქვედანაყოფია. სამხრეთ კორეულ შოუბიზნესში ლეიბლები მრავალწევრიან ჯგუფებს ცალკეულ პროექტებად შლიან. 

აღსანიშნავია, რომ გრაიმსისთვის ეს სამხრეთ კორეულ კოლექტივთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა. წელს კანადელი რიგით მე-5 სტუდიური ალბომის გამოცემასაც გეგმავს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული