Thumbnail
ფოტო: Getty Images

ნახეთ: Wolf Alice-მა სიმღერაზე Space & Time ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Wolf Alice სიმღერაზე Space & Time ვიდეოკლიპი გადაიღო. ტრეკი ბენდის ბოლო ალბომში Visions Of A Life შედის, რომელიც კოლექტივმა შარშან, სექტემბერში გაავრცელა.

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა 2015 წელს სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი My Love Is Cool გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა ჩანაწერში შესულმა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული