Thumbnail

მუსიკალური ფესტივალები ვიზიტორებს ძლიერმოქმედი ნარკოტიკების შესახებ აფრთხილებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინგლისის ქალაქ პორტსმუტში, მუსიკალურ ფესტივალზე Mutiny ნარკოტიკების ზედოზირების გამო ორი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ორგანიზატორებმა ღონისძიება გააუქმეს და გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ქვეყანაში ძლიერმოქმედი ნარკოტიკებია შესული.

მოვლენებს გამოეხმაურა მანჩესტერის Parklife ფესტივალიც, რომლის გამართვაც ივნისშია დაგეგმილი. ღონისძიების წარმომადგენლები სტუმრებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას ურჩევენ. ასევე, მოუწოდებენ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაეხმარონ ერთმანეთს. მათი თქმით:

"განსაკუთრებით საშიშია ბრიტანულ ბაზარზე უკანასკნელ პერიოდში შემოსული ექსტაზი Blue Punisher, რომლის ერთი აბიც 300 მილიგრამზე მეტ MDMA-ს შეიცავს, რაც სტანდარტულ დოზას 3-4-ჯერ აღემატება. ასევე, ექსტაზის აბები Silver Bar და Silver Audi, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში 4-ჯერ მეტ MDMA-ს შეიცავენ, ვიდრე სხვა მსგავსი ნარკოტიკული საშუალებები". 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პორტსმუტში გამართული ფესტივალის პირველივე დღეს, 18 და 20 წლის ახალგაზრდების გარდაცვალების შემდეგ, სულ მცირე 5 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული