Thumbnail
ფოტო: BALENCIAGA

50 Cent: "ბალენსიაგას" სპორტული ფეხსაცმელი საშინელებაა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

"ბალენსიაგას" მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბოტასები Triple-S ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფეხსაცმლად ითვლება. ის არაერთმა ცნობილმა არტისტმა მოირგო, მათ შორის ქანიე ვესთმა, რიანამ და ფარელ უილიამსმა. როგორც ჩანს, ამ საყოველთაო ტრენდით ამერიკელი რეპერი 50 Cent უკმაყოფილოა. მუსიკოსმა "ინსტაგრამზე" დაწერა:

ჩემი სტილი არაა. შეგიძლიათ, თქვენთვის შეინახოთ. ორთოპედიულ ფეხსაცმელს უფრო ჰგავს ეს საშინელება.

ბოტასი "ბალენსიაგას" ოფიციალურ საიტზე 795 ამერიკული დოლარი ღირდა. მოდის სახლმა ფეხსაცმლის მთელი კოლექცია გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ 2003 წელს რეპერმა სპორტული ტანსაცმლის ბრენდი G-Unit დაარსა, რომელიც "ნაიკთან" დღემდე აქტიურად თანამშრომლობს.

50 სენტის მუსიკალური კარიერა სტარტს 90-იან წლებში იღებს. წარმატება არტისტს სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich Or Die Tryin` მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს მუსიკოსმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm The Man პლატინის სტატუსის მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული