Thumbnail

DJ Snake ახალ ალბომს აანონსებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფრანგი მუსიკოსი DJ Snake საკუთარი ტვიტერის საშუალებით ახალ ალბომს აანონსებს. რამდენიმე თვის წინ მან ორი ახალი ტრეკი Magenta Riddim და A Different Way გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი სტუდიური ნამუშევრის სინგლებად იქცევა.

DJ Snake პარიზელი არტისტის, უილიამ სამი ეტიენ გრიგასინის სასცენო სახელია. პროდიუსერმა და დიჯეიმ სადებიუტო ალბომი Encore 2015 წელს გაავრცელა. ჩანაწერში შესულ ტრეკებზე მან ისეთ მუსიკოსებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, ტრევის სკოტი, Skrillex, Migos და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული