Thumbnail

BTS-ის 10 საუკეთესო სელფი

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

BTS დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხრეთ კორეულ ბოიბენდად ითვლება, რომელმაც კეიპოპი მილიარდობით ადამიანს გააცნო და შეაყვარა.

წელს “ბიტიესი“ პირველი კორეული ჯგუფი გახდა, რომლის ალბომმაც Love Yourself: Tear ბილბორდის ჩარტის ლიდერობა მოიპოვა. კოლექტივის წევრები, ნიჭისა და გარეგნული მომხიბვლელობის გარდა, ასევე კარგი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან, რის გამოც ყურადღების ცენტრში ყოფნას მარტივად ახერხებენ.

► ისტორიაში პირველად სამხრეთ კორეული BTS ბილბორდის ჩარტის ლიდერია

► ნახეთ: ჯგუფმა BTS ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე სიმღერა Fake Love შეასრულა

► ნახეთ, როგორ შეაშინეს BTS-ის წევრები Ellen-ის შოუში

ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, ბიჭები თავს სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გვამახსოვრებენ. გთავაზობთ BTS-ის მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო სელფის, რომლებიც ჯგუფის წევრების ყოველდღიურ ცხოვრებასა და თავბრუდამხვევ წარმატებას ასახავს.

10.

გადაღებების, ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობისა და გაუთავებელი რეპეტიციების მიუხედავად, BTS-ის ყველაზე მხიარული წევრი შუგა "სამაიმუნოდ" ყოველთვის იცლის.

9.

სიყვარული ჯიმინისგან!

8.

2017 წელს გაყიდვაში BTS-ის ალბომი Love Yourself: Her ჩაეშვა. ერთ-ერთი სიმღერის Best of Me ავტორი ამერიკული ელექტრონული დუეტის The Chainsmokers წევრი ენდრიუ ტეგარტია. კომპოზიციაზე მუშაობისას მუსიკოსებს არც ფოტოს გადაღება დაავიწყდათ.

7.

ჯიმინი და ჯონგუქი სნეპჩეტითაც ერთობიან.

6.

ჯგუფის 4 წლის იუბილე ჯიმინმა, ჯეი-ჰოუპიმ, ჯინიმ და შუგამ ერთობლივი სელფებით აღნიშნეს.

5.

2017 წელს მუსიკოსები არაერთი ცნობილი ამერიკული ტელეგადაცემის სტუმრები იყვნენ. ბიჭები ელენ დეჯენერესის, ჯიმი კიმელისა და ჯიმი კორდენის შოუებსაც ეწვივნენ. კორდენთან კეიპოპ ვარსკვლავებმა საკუთარი ჰიტი DNA შეასრულეს და წამყვანთან სელფის გადაღებაც მოასწრეს.

4.

როგორც წესი, ადამიანებს შინაურ ცხოველებად კატების ან ძაღლების ყოლა ურჩევნიათ. ჯინის კი მფრინავი ციყვი ჰყავს, რომელთან ერთად პოზირება და ვიდეოსელფის გადაღებაც მუსიკოსს აშკარად გამოსდის.

3.

შარშან ამერიკული მუსიკის დაჯილდოების (AMA) ცერემონიის დასრულების შემდეგ BTS-ის წევრებმა არ დააყოვნეს და ცნობილ არტისტებთან სელფები გადაიღეს. როგორც ჩანს, რეპ მონსტერი და ჯეი-ჰოუპი განსაკუთრებით რეპერ პოსტ მელოუნით აღფრთოვანდნენ, რაზეც მათი შეძახილიც მეტყველებს - "ღმერთო ჩემო, ფოსთ მელოუნი!"

2.

გაიცანით BTS-ის ახალი მეგობრები, ამერიკელი მომღერალი ჰოლზი და ცნობილი დიჯეი სტივ აოკი. ამ უკანასკნელმა შარშან ბოიბენდის სიმღერის MIC Drop რემიქსზეც იმუშავა. კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

1.

2017 წელს ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ბიჭებმა Top Social Artist-ის სტატუსი პირველად მოიპოვეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტმა მსმენელმა მისცა ხმა. ამ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ ჯასტინ ბიბერი, სელენა გომესი და არიანა გრანდე. ცერემონიის შემდეგ გადაღებული ფოტო ბოიბენდმა "ტვიტერზე" ატვირთა და დააწერა: "ოცნებები ხდება".

კომენტარები

ბოლოს დამატებული