Thumbnail

Rolling Stone-ის გარეკანზე არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა. ზოგიერთი მათგანი კამერის წინ შიშვლად პოზირებასაც კი არ ერიდებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით მუსიკოსები გამოირჩეოდნენ. გთავაზობთ 20 ფოტოს, რომლებიც სხვადასხვა დროს ლეგენდარული ჟურნალის ყდას ამშვენებდა. 

John Lennon & Yoko Ono

ჯონ ლენონი და იოკო ონო Rolling Stone-ის გარეკანზე 1980 წელს მოხვდნენ. ფოტოგრაფმა ეს სურათი ლენონის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო. 

Red Hot Chili Peppers

Red Hot Chili Peppers-ის წევრებისთვის სიშიშვლე ფაქტობრივად ბუნებრივი მდგომარეობაა. ჯგუფის ვოკალისტი ენტონი კიდისი ჟურნალის გარეკანზე სამოსის გარეშე 6-ჯერ მოხვდა. 1992 წელს კი, როდესაც “როლინგ სთოუნის” ამ ნომერმა იხილა დღის სინათლე, ჯგუფი პირველ წარმატებულ ნაბიჯებს დგამდა.

Prince

პრინსი თანამედროვე რადიკალი ფემინისტების მსგავსად ჯერ კიდევ 1984 წელს გამოიყურებოდა.

Lil Wayne

ლილ უეინი 2010 წელს “როლინგ სთოუნის” გარეკანზე ტატუირებული სხეულით იწონებდა თავს. ჟურნალის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში რეპერი იარაღის უკანონო ტარების გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.  

Madonna

მადონა თამამ ფოტოსესიებზე თითქმის არასდროს ამბობდა უარს. თუმცა, „როლინგ სთოუნის“ გარეკანზე პოპ მუსიკის დედოფალი მხოლოდ 31 წლის ასაკში გამოჩნდა

Janet Jackson

ჯენეთ ჯექსონმა 1993 წელს „როლინგ სთოუნისთვისაც“ გაიხადა და ალბომიც გამოსცა. გარეკანისთვის კი სწორედ ჟურნალისთვის გადაღებული ფოტოსურათი გამოიყენა, სადაც მკერდს ყოფილი ქმარი, რენე ელიზონდო უფარავს. 

Sebastian Bach

ჰევი მეტალის ჟანრში მოღვაწე მუსიკოსები, როგორც წესი, ჟურნალებისთვის შიშვლად არ პოზირებენ. Skid Row-ს ფრონტმენმა სებასტიან ბახმა ეს ტაბუ 1991 წელს დაარღვია.   

Rick Ross

ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტს რიკ როსს სხეულის არასტანდარტული ფორმების გამომზეურების ჯერ კიდევ 2012 წელს არ ერიდებოდა. 

Axl Rose

1992 წელს ექსელ როუზს ალკოჰოლისა და ბოტოქსის ბოროტად მოხმარების კვალი  ჯერ კიდევ არ ეტყობოდა. Guns n’ Roses-ის ვოკალისტი მილიონობით თინეიჯერის მოხიბვლას მარტივად ახერხებდა და შესაბამისად „როლინგ სთოუნის“ გარეკანზე მისი გამოჩენაც არავის გაკვირვებია.

James Hatfield

1991 წელს „მეტალიკა“ თავის The Black Album-ით პოპულარობის პიკზე მოექცა. ისეთმა ჰიტებმა, როგორებიცაა Nothing Else Matters, Enter Sandman და Unforgiven ბენდის ვოკალისტს ჯეიმს ჰეტფილდს “როლინგ სთოუნის” გარეკანზე მოსახვედრად გზა გაუკვალა. 

Jared Leto

2016 წელს გოგონების გულთამპყრობელმა ჯარედ ლეტომაც გაიხადა. Thirty Seconds to Mars-ის ვოკალისტის შიშველი ფოტო ჟურნალის ამ ნომრის გაყიდვებზე, სავარაუდოდ, დადებითად აისახებოდა.

Tupac Shakur

თუფაქ შაკურს „როლინგ სთოუნისთვის“ არ გაუხდია. თუმცა, 1996 წელს, რეპერის მკვლელობის შემდეგ, ჟურნალმა გარეკანზე მისი წელს ზემოთ შიშველი ფოტო განათავსა. 

Blink-182

1999 წელს პანკ ჯგუფმა Blink-182 კარიერაში ყველაზე წარმატებული ჩანაწერი Enema of the State გამოუშვა. მომდევნო წელს კი მის წევრებს დამსახურებული ადგილი ერგოთ „როლინგ სთოუნის“ გარეკანზე.

Steven Tyler & Joe Perry

Aerosmith-ის წევრები სტივენ ტაილერი და ჯო პერი ჟურნალის ყდაზე 2001 წელს მოხვდნენ. 50 წელს გადაცილებული როკ ვარსკლავებისთვის ასაკს გაშიშვლებაში ხელი არ შეუშლია.

Christina Aguilera

კრისტინა აგილერამ „როლინგ სთოუნისთვის“ 2002 წელს გაიხადა. იმის მიუხედავად, რომ ამერიკელ პოპ ვარსკვლავს ელექტროგიტარასთან კავშირი ნაკლებად აქვს, მისი ფოტოები მაინც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

Mick Jagger & Keith Richards

ლეგენდარული The Rolling Stones-ის წევრები, მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი ჟურნალისთვის 1975 წელს გაშიშვლდნენ. 

Lady Gaga

2009 წელს გამოცემის ყდაზე ლედი გაგაც მოხვდა. პოპ ვარსკვლავი სხვებისგან ამჯერადაც გამოირჩა და სხეულის ინტიმური ნაწილები საპნის ბუშტებით დაიფარა.

Miley Syrus

2013 წელს „როლინგ სთოუნის“ გარეკანი შიშველმა მაილი საირუსმაც დაამშვენა.   

Justin Timberlake

ჯასტინ ტიმბერლეიკი ჟურნალის გარეკანზე ბოი ბენდ NSYNC-ის დაშლიდან რამდენიმე თვეში მოხვდა. სწორედ იმ დროს, როდესაც წარმატებულ სოლო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.

Britney Spears

2003 წელს კი, ჯასტინთან დაშორებიდან 9 თვის შემდეგ, „როლინგ სთოუნისთვის“ ბრიტნი სპირსიც გაშიშვლდა.   
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული