Thumbnail

ჯგუფი “საბავშვო მედიცინა” 1991 წელს, თბილისში შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: დადა დადიანი (ვოკალი, გიტარა), ირაკლი ჩარკვიანი (კლავიში, ვოკალი), კახა გუგუშვილი, იგივე ჯოზეფა (ბასი) და დადას დედის მიერ შვილისთვის ლონდონიდან საჩუქრად ჩამოტანილი დრამ მანქანა.

Children's Medicine - მერანი (1991)

“საბავშვო მედიცინის” ერთადერთი ალბომი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ინდი რელიზად შეიძლება ჩაითვალოს. თუ ადრე ადგილობრივი მუსიკოსების ნამუშევრებს მხოლოდ ხმის ჩამწერი სტუდია “მელოდია” გამოსცემდა, დადამ და მისმა მეგობრებმა საკუთარი სადებიუტო ნამუშევარი ოფიციალური სტრუქტურებისგან სრულიად დამოუკიდებლად, სახლის სტუდიაში ჩაწერეს.

Children's Medicine - Children's Medicine (1991) [სრული ალბომი]

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო ქვეყანაში ინგლისურენოვანი ალბომის შექმნის პირველი შემთხვევა.

Children's Medicine - I Need Your Love (1991) 

შემორჩენილია ჯგუფის საკონცერტო ვიდეო, რომელიც 1992 წლის 12 ივლისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ აქციაზე "როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ" არის გადაღებული. 

Children's Medicine - Soldier Girls (1992)

“შედიხარ ტყეში” ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა. ამ სიმღერაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ვიდეოკლიპი რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაიღო. 2012 წელს კი რამდენიმე ქართველმა მუსიკოსმა მისი საკმაოდ საინტერესო ქავერ ვერსიაც შემოგვთავაზა. 

Children's Medicine - შედიხარ ტყეში (1992) 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული