Thumbnail

სტეფანეს 5 საყვარელი სიმღერა

მუსიკოს სტეფანე მღებრიშვილის 5 საყვარელი სიმღერა. 

თუ მუსიკის მოსმენის ხასიათზე ვარ, ჩამოთვლილი სიმღერებიდან არცერთს არ ვუსმენ. მირჩევნია, ახალს ვუსმინო, რადგან ყველა საყვარელი სიმღერა იმდენჯერ მოვისმინე რომ...

5. Madonna - Vogue

ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით, მადონას "ვოუგ" ყველაზე მაგარი პოპ სიმღერაა.

 4. The Cure - Lovesong

ასე მგონია, რომ სიყვარულზე უკეთესი სიმღერა არ დაწერილა. ასეც მხოლოდ მე მგონია და შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ. 

3. გიული ჩოხელი - პაემანზე

გიული ჩოხელი - ლეგენდა საქართველოს მუსიკალურ სივრცეში და სიმღერა "პაემანზე", რომელსაც ბევრი კომპოზიციის გავლენა აქვს, მაგრამ იმ წლებისთვის მაინც დასაფასებელი მგონია.

2. Prince - I Hate You

პრინსი ის მუსიკოსია, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. საყვარელი სიმღერა მისი რეპერტუარიდან სწორედ ეს არის. ტექსტის გამო არა... მუსიკა მომწონს. არა, ტექსტიც კარგია, მაგრამ მაინც მუსიკის გამო. 

1. Grace Jones - I've Seen That Face Before (Libertango)

ბავშვობის შთაბეჭდილება ჰოლივუდურ მძიმე ფილმზე, სადაც ეს საუნდტრეკი პირველად მოვისმინე და გრეის ჯონსიც აღმოვაჩინე. ძალიან პატარა ვიყავი. ასე დარჩა ჩემთვის უკვდავი ეს კომპოზიცია საყვარელ სიმღერებში. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული