Thumbnail
ფოტო: The Warner Music Group

ნახეთ: თბილისში ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

26 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე მსმენელთა წინაშე ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი წარდგა. არტისტს წვიმიან ამინდში მოუწია სიმღერა. კონცერტს რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა.

ბლანტი საქართველოს რიგით მე-5 სტუდიური ალბომის The Afterlove მხარდასაჭერი მსოფლიო საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ეწვია. მუსიკოსმა თბილისში ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა. ჰიტები You're Beautiful, Goodbye My Lover და '1973' არტისტმა სტადიონზე შეკრებილ მაყურებელთან ერთად იმღერა. როგორც ჯეიმსმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივი იყო ამ "ლამაზ და მშვენიერ" ქვეყანაში სტუმრობა. 

ჯეიმს ბლანტის კონცერტი თბილისში

🎶 26 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე მსმენელთა წინაშე ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი James Blunt წარდგა. არტისტს წვიმიან ამინდში მოუწია სიმღერა. 🎤 მუსიკოსმა ახალ სიმღერებთან ერთად, ძველი ჰიტები You're Beautiful, Goodbye My Lover და '1973' სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან მაყურებელთან ერთად იმღერა. 👇 ნახე ვიდეო კონცერტიდან.

Posted by popmusic on Sunday, May 27, 2018

 

ჯეიმსის კონცერტით ერთდღიანი ფესტივალი "დამოუკიდებლობის დღე" დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ასევე ქართულმა ბენდებმა Loudspeakers, Young Georgian Lolitaz და სამხრეთ აფრიკულმა ინდი როკ ჯგუფმა The Parlotones მიიღეს. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანია Black Pearl Live იყო.

კოსოვოს ომის ვეტერანმა, კაპიტნის ჩინის მქონე ჯეიმს ბლანტმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. 44 წლის მომღერალს დღემდე 20 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული