Thumbnail

სნუპ დოგმა ფილმის გადაღებისას მეთიუ მაკკონაჰის ნამდვილი მარიხუანა მოაწევინა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ოსკაროსანმა მსახიობმა, მეთიუ მაკკონაჰიმ, ჯიმი კიმელის ღამის შოუში სტუმრობისას, გაიხსენა, რომ კომედიური ჟანრის ფილმის The Beach Bum ერთ-ერთი სცენის გადაღებისას სნუპ დოგმა, რომელიც კინოსურათში ასევე მონაწილეობს, ორეგანოსგან დამზადებული კანაფის ბუტაფორია ნამდვილი მარიხუანით შეუცვალა.

რეჟისორი ჰარმონი კორინის ახალ კომედიაში 6-წუთიანი სცენის გადაღებისას, მაკკონაჰი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, სნუპ დოგის პერსონაჟთან "ჯადოსნური კანაფის" საყიდლად მიდის.

"ექვსწუთიან სცენას ვიღებდით, რომელშიც კანაფს ვეწეოდით. უცბად სნუპი მეუბნება - მუნდოგ [მაკკონაჰის გმირი], ეს არ არის ყალბი მოსაწევი, ეს სნუპის მარიხუანაა. მომდევნო ცხრა საათი განმავლობაში ბევრი ვიცინეთ. მგონი, ინგლისურ ენაზე არცერთი სიტყვა არ გვითქვამს".

The Beach Bum-ის პრემიერა 2018 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული