Thumbnail

ნახეთ: კრისტინა აგილერამ და დემი ლოვატომ სიმღერაზე Fall In Line კლიპი გადაიღეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპ ვარსკვლავებმა კრისტინა აგილერამ და დემი ლოვატომ სიმღერაზე Fall In Line ვიდეოკლიპი გადაიღეს. თავად კომპოზიცია კი მუსიკოსებმა გასულ კვირას გაავრცელეს. ტრეკი აგილერას მომავალ ალბომში Liberation იქნება წარმოდგენილი, რომელიც 15 ივნისს გამოიცემა.

კრისტინა აგილერამ მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 50 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

დემი ლოვატო კი საზოგადოებამ 2008 წელს Disney Channel-ის ფილმიდან Camp Rock გაიცნო. ამავე პერიოდში არტისტმა სადებიუტო ალბომი Don't Forget გაავრცელა. გრემის ნომინტ მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Heart Attack, Sorry Not Sorry და Give Your Heart a Break მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული