Thumbnail

მოუსმინეთ: ტომ იორკის შვილმა, ნოამ სიმღერა Trying Too Hard (Lullaby) გაავრცელა

ლეგენდარული ბრიტანული მუსიკალური კოლექტივის, Radiohead-ის ფრონტმენის, ტომ იორკის შვილმა, ნოა იორკმა თავისი სადებიუტო სინგლი Trying Too Hard (Lullaby) გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ნოას რამდენიმე ნამუშევარი უკვე აქვს გამოცემული, თუმცა ეს პირველი კომპოზიციაა, რომელიც მუსიკოსმა საკუთარი სახელით გამოაქვეყნა. ოქსფორდში მცხოვრებმა არტისტმა 2020 წელს ფსევდონიმით Alec Owen სინგლები Twisted Picture, The Beach at Night, What to Say და Yes Please გავრცელა, ამავე წლის ივლისში კი პროექტით L.E.T.H.A.L. მსმენელებს ალბომი Living Entities შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული