Thumbnail

მოუსმინეთ: Arca-მ ახალი კომპოზიცია Incendio გაავრცელა

ვენესუელელმა მუსიკოსმა Arca ახალი კომპოზიცია Incendio გაავრცელა. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოცემული სტუდიური ჩანაწერის Madre EP გამოცემის შემდეგ, ეს არტისტის პირველი ორიგინალური ნამუშევარია. 

► მოუსმინეთ: Arca-მ ახალი ჩანაწერი Madre გაავრცელა

► ნახეთ: Arca-მ კომპოზიციის Riquiquí ასი ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

ალეხანდრა გერსი, სასცენო სახელით Arca, ბარსელონაში მცხოვრები არტისტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწეობს. პროდიუსერს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ბიორკი, ქანიე ვესთი, ფრენკ ოუშენი და სხვები. მას ამ დრომდე ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული