Thumbnail

ნახეთ: CupcakKe ახალ სიმღერაზე Marge Simpson გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ელიზაბეტ ჰარისმა, სასცენო სახელით CupcakKe, ახალ კომპოზიციაზე Marge Simpson გადაღებული ვიდეო გაავრცელა. კლიპის საწყის კადრებში მუსიკოსი სწორედ ცნობილი ანიმაციური სერიალის "სიმპსონები" პერსონაჟს განასახიერებს.

მიმდინარე წელს რეპერმა რამდენიმე ახალი ნამუშევარი გაავრცელა, მათ შორისაა კომპოზიციები Mickey, Moonwalk და Huhhhhh. 

► ნახეთ: CupcakKe - Mickey

► მოუსმინეთ: CupcakKe - Moonwalk

მოუსმინეთ: CupcakKe - Huhhhhh 

ელიზაბეტ ჰარისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ფსევდონიმით CupcakKe მან დღემდე ოთხი სტუდიური ალბომი გამოსცა და ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Charli XCX, Princess Nokia და სხვები. მუსიკოსის პოპულარული კომპოზიციებია: Deepthroat, LGBT, Doggy Style და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული