Thumbnail

მოუსმინეთ: Joyner Lucas და J. Cole ახალ კომპოზიციას Your Heart ავრცელებენ

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები, გარი ლუკას უმცროსი, ფსევდონიმით Joyner Lucas და ჯერმეინ ლამარ ქოული, სასცენო სახელით J. Cole, ახალ კომპოზიციას Your Heart ავრცელებენ. ტრეკის პროდიუსერები Palaze, LC და Hagan არიან. 

► მოუსმინეთ: ჯოინერ ლუკასი 13-ტრეკიან ჩანაწერს EVOLUTION ავრცელებს

► ნახეთ: J. Cole ახალ კომპოზიციაზე Heaven’s EP გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ჯოინერ ლუკასმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2015 წლის სინგლით Ross Capicchioni გაიცნო. 2016 წელს მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის Atlantic Records წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, შემსრულებელმა ოფიციალური მიქსტეიპი 508-507-2209 გაავრცელა, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მალევე რეპერმა მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია I'm Not Racist გამოაქვეყნა. 13-წლიანი მუსიკალური კარიერის შემდეგ, ჯოინერმა 2020 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი ADHD ჩაუშვა. რამდენიმე თვეში კი შემსრულებელმა მსმენელს EP სახელწოდებით EVOLUTION შესთავაზა.

ჯეი ქოულმა კი მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე ექვსი სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული