Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფმა Guns N’ Roses ახალი სიმღერა Hard Skool გაავრცელა

ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Guns N' Roses ახალი სიმღერა Hard Skool გაავრცელა. აგვისტოში გამოშვებული ABSUЯD-ის შემდეგ, ეს უკვე მეორე კომპოზიციაა, რომელიც კოლექტივმა მიმდინარე წელს გამოაქვეყნა. ტრეკი ბენდის მიერ 2008 წელს გამოშვებული ალბომისთვის Chinese Democracy ჩაიწერა, თუმცა მაშინ მუსიკოსებს ის სტუდიურ ნამუშევარში არ შეუტანიათ. 

► ნახეთ: 13 წლის შემდეგ Guns N' Roses-მა ახალი სიმღერა ABSUЯD გაავრცელა

Guns N' Roses ლოს ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სწორედ ამ ბენდს ეკუთვნის ისეთი საკულტო როკ ბალადები, როგორებიცაა November Rain და Don't Cry. 2012 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული