Thumbnail

ნახეთ: Young Nudy და 21 Savage ახალ ვიდეოს Child’s Play ავრცელებენ

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტები, ქუანტავიუს თომასი, ფსევდონიმით Young Nudy და შაია აბრაამ-ჯოზეფი, სასცენო სახელით 21 Savage, კომპოზიციაზე Child’s Play გადაღებულ ვიდეოს ავრცელებენ. ტრეკი იანგ ნუდის ახალ მიქსტეიპში DR. EV4L შედის, რომელიც მუსიკოსმა მიმდინარე წლის მაისში გამოაქვეყნა. 

► მოუსმინეთ: Young Nudy ახალ მიქსტეიპს DR. EV4L ავრცელებს

იანგ ნუდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 7 მიქსტეიპსა და სადებიუტო ალბომს აერთიანებს. 2019 წელს ნუდიმ და პროდიუსერმა Pi’erre Bourne კოლაბორაციული ნამუშევარი Sli'merre გამოაქვეყნეს. ქუანტავიუსი ყველაზე ხშირად თავის ბიძაშვილთან, პოპულარულ მუსიკოსთან 21 Savage თანამშრომლობს.

სევიჯმა კი მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია ორ კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და სამ EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული