Thumbnail

ნახეთ: Lizzo სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS სიმღერის Butter ქავერს ავრცელებს

ამერიკელმა მუსიკოსმა, მელისა ჯეფერსონმა, ფსევდონიმით Lizzo, პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS სიმღერის Butter ქავერი გაავრცელა. არტისტმა კომპოზიცია BBC Radio 1-ის ეთერში სტუმრობისას შეასრულა.

► ნახეთ: Lizzo - Rumors Feat. Cardi B

Lizzo: საწყენია ჭორი, რომ სცენიდან გადახტომისას ვიღაც მოვკალი

Butter ცნობილი კეიპოპ კოლექტივის რიგით მეორე სრულად ინგლისურენოვანი სიმღერაა 2020 წლის აგვისტოში გავრცელებული ჰიტის Dynamite შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მასზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე რეკორდი დაამყარა. ის გახდა ვიდეორგოლი, რომელმაც ამ პლატფორმაზე ყველაზე სწრაფად, 4 დღესა და ერთ საათში 200 მილიონი ნახვა დააგროვა. აქამდე რეკორდი ასევე BTS-ის სიმღერას Dynamite ეკუთვნოდა, რომელსაც ამ შედეგის მისაღწევად 4 დღე და 12 საათი დასჭირდა.

სამი გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული