Thumbnail

ნახეთ: ჯგუფი alt-J ახალ სიმღერაზე U&ME გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ინგლისურმა ჯგუფმა alt-J ახალი კომპოზიცია U&ME და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სიმღერა კოლექტივის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში The Dream იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2022 წლის თებერვალში ჩაეშვება. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი ბენდის წევრის გას უნგერ-ჰამილტონის ძმა, პროსპერი გახლავთ.

alt-J ქალაქ ლიდსში 2007 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Breezeblocks, Taro, Left Hand Free და Hunger Of The Pine. ბენდის მუსიკალური მიმართულება ძალზე მრავალფეროვანია და ექსპერიმენტულ როკს, ინდი ელექტრონიკასა და ინდი პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული