Thumbnail

ნახეთ: The Rolling Stones ჩარლი უოტსისადმი მიძღვნილ ვიდეოს ავრცელებს

ლეგენდარული ბრიტანული როკ კოლექტივი The Rolling Stones ჯგუფის დრამერის, ჩარლი უოტსის ხსოვნისადმი მიძღვნილ ვიდეოს Living In The Heart Of Love ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი 24 აგვისტოს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

The Rolling Stones-ის დრამერი, ჩარლი უოტსი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

სიმღერა 1981 წელს ალბომისთვის Tattoo You ჩაიწერა, თუმცა მაშინ ოფიციალურ ტრეკლისტში არ შესულა. Living in the Heart of Love, სხვა აქამდე გამოუქვეყნებელ კომპოზიციებთან ერთად, ამ სტუდიური ჩანაწერის ახალ გამოცემაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მისი გამოსვლიდან 40 წლის იუბილეს აღსანიშნად 22 ოქტომბერს გავრცელდება.

The Rolling Stones ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული