Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Fugees გაერთიანების შემდეგ თავისი პირველი კონცერტი გამართა

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Fugees გაერთიანების შემდეგ თავისი პირველი კონცერტი გამართა. 15-წლიანი პაუზის შემდეგ ლორინ ჰილი, ვაიკლიფ ჟანი და პრეზ მიშელი მსმენელთა წინაშე ქალაქ ნიუ იორკში წარდგნენ. 

მუსიკოსები ჯგუფის მეორე და ყველაზე წარმატებული სტუდიური ალბომის The Score გამოსვლიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მსოფლიო ტურნეს ნოემბერსა და დეკემბერში ჩაატარებენ. კონცერტები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ნიგერიასა და განაში გაიმართება.

► ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Fugees მსოფლიო ტურნე დააანონსა

ნიუ იორკში გამართულ შოუზე ტრიომ სულ ცხრა სიმღერა, მათ შორის, ზემოხსენებულ ალბომში შესული კომპოზიციები, ასევე, ლორი ლიბერმანის Killing Me Softly With His Song და ბობ მარლის No Woman, No Cry შეასრულა. 

ჰიპ ჰოპ კოლექტივი Fugees აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ საუთ ორენჯში 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. მის შემადგენლობაში ლორინ ჰილი, ვაიკლიფ ჟანი და პრეზ მიშელი შედიან. 1994 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Blunted on Reality გამოუშვა, რომელსაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებების მიუხედავად, ხელშესახები წარმატება არ მოჰყოლია. ვითარება 1996 წელს მუსიკოსების მიერ რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერის The Score გამოცემის შემდეგ შეიცვალა. ნამუშევარი მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, ბილბორდის ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე მოექცა და დღემდე ჰიპ ჰოპ ჯგუფის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული