Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი

მულტიმედიურმა პლატფორმამ Netflix ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმი Britney vs Spears დააანონსა. რეჟისორ ერინ ლი კარის მიერ გადაღებული სურათის პრემიერა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს შედგება. ცნობილია, რომ მასში მუსიკოსისა და მისი მამისა და მეურვის, ჯეიმი სპირსის ურთიერთობის შესახებ იქნება მოთხრობილი. 

► ჯეიმი სპირსი: ბრიტნის მეურვეობას ჩამოვშორდები, თუმცა, ახლავე არა

► ჩამოშორდება თუ არა ჯეიმი სპირსი ბრიტნის მეურვეობას - ახალი დეტალები

ნახეთ ფილმის თრეილერი: 

მოსამსახურემ ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა

ბრიტნი სპირსი განმარტავს, რატომ აქვეყნებს ზოგჯერ შიშველ ფოტოებს

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული