Thumbnail

რეპერი თერიკა თერჯოლის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობს

ჰიპ ჰოპ არტისტი, ირაკლი ქოჩიაშვილი, ფსევდონიმით თერიკა, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოში გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მუსიკოსი პარტია "გირჩის" სახელით თერჯოლის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. ის სიის პირველი ნომერი იქნება.  

► ნახეთ: თერიკა - Bounce

► ნახეთ: თერიკა - რა გინდა რო ქნა

აბა ხალხო და ჯამაათნო

Posted by ირაკლი თერიკა ქოჩიაშვილი on Thursday, September 23, 2021

 

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული