Thumbnail

ნახეთ: Radiohead სიმღერაზე If You Say the Word გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ საარქივო კომპოზიციაზე If You Say The Word გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სიმღერა ახალ კომპილაციურ ალბომში Kid Amnesiae იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მუსიკოსების მიერ 1999-2000 წლებში, სტუდიური ნამუშევრების Kid A და Amnesiac ჩასაწერი სესიების დროს შექმნილი მასალა შევა.

► ნახეთ: Radiohead-ის აქამდე გამოუქვეყნებელი დემო ჩანაწერები აუქციონზე გაიყიდება

Kid Amnesiae ზემოხსენებული ორი ალბომის განახლებულ გამოცემასთან ერთად სამმაგი ვინილის სახით გავრცელდება. კრებული სახელწოდებით Kid A Mnesia გაყიდვაში მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ჩაეშვება.

Radiohead ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა. 2019 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული