Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფი Eels ახალ კომპოზიციას Good Night On Earth ავრცელებს

ამერიკული ჯგუფი Eels ახალ კომპოზიციას Are We Alright Again ავრცელებს. სიმღერა კოლექტივის მომავალ, რიგით მე-14 ალბომში Extreme Witchcraft იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2022 წლის იანვარში გამოიცემა. 2011 წლის სტუდიური ჩანაწერის Souljacker შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბენდის ახალ ნამუშევრებზე ფრონტმენმა მარკ ოლივერ ევერეტმა და გიტარისტმა ჯონ პერიშმა ერთობლივად იმუშავეს. 

► მოუსმინეთ: EELS - Baby Let’s Make It Real 

Eels მულტიინსტრუმენტალისტმა, მარკ ოლივერმა 1995 წელს ჩამოაყალიბა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Beautiful Freak გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 13 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. მათი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული