Thumbnail

ნახეთ: Oasis სიმღერის Champagne Supernova შესრულების ვიდეოს ავრცელებს

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Oasis სიმღერის Champagne Supernova შესრულების აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეო გაავრცელა. მასალა 1996 წელს ინგლისის სოფელ ნებვორთში გამართულ კონცერტზეა გადაღებული. კოლექტივის წევრებთან ერთად სცენაზე კიდევ ერთი ცნობილი მანჩესტერული ბენდის The Stone Roses გიტარისტის, ჯონ სქუაირის ხილვაა შესაძლებელი. ვიდეო რეჟისორ ჯეიკ სკოტის მიერ გადაღებულ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში Oasis Knebworth 1996 იქნება წარმოდგენილი, რომელიც მსოფლიო კინოეკრანებზე 23 სექტემბერს გამოვა. 

► ნოელ გალაჰერი: თუ 100 მილიონს გადამიხდიან, Oasis-ს აღვადგენ

რატომ არ მოსწონდა ლიამ გალაჰერს Oasis-ის ჰიტი Wonderwall

ნოელ გალაჰერმა ძმასთან, ლიამთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ, ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული