Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა BTS გაეროს შტაბ-ბინასთან კომპოზიცია Permission To Dance შეასრულა

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკში მდებარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან თავისი ახალი სინგლი Permission To Dance შეასრულა. სიმღერა კოლექტივის ჰიტის Butter CD ვერსიაშია წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა. ჯგუფის რიგით მესამე სრულად ინგლისურენოვანი ჩანაწერის შექმნაში პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა მიიღო მონაწილეობა.

► ნახეთ: BTS ახალ კლიპს Permission to Dance ავრცელებს

► BTS გინესის რეკორდების დიდების დარბაზში შეიყვანეს

აღსანიშნავია, რომ პერფორმანსამდე კეიპოპ კოლექტივი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაერომ მომავალი თაობებისა და კულტურის საკითხებში თავის საგანგებო დესპანად დაასახელა, ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა

► პაკისტანში BTS-ის ბილბორდი "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" მიზეზით ჩამოხსნეს

BTS სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული