Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშის გამოსვლა iHeartRadio-ს მუსიკის ფესტივალზე

პოპულარულმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ბილი აილიშმა აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში გამართულ iHeartRadio-ს მუსიკის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩატარებულ თავის პირველ კონცერტზე ბილიმ სულ ხუთი კომპოზიცია: Happier Than Ever, Oxytocin, Everything I Wanted, Bad Guy და Bury a Friend შეასრულა. 

► ნახეთ: ბილი აილიშმა ჯიმი ფელონის შოუში Happier Than Ever შეასრულა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2020 წელს ბილი ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. 2021 წელს კი შემსრულებელმა თავისი რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Happier Than Ever გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული