Thumbnail

ნახეთ: Halsey სიმღერაზე I am not a woman, I’m a god გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჰოლზიმ კომპოზიციაზე I am not a woman, I’m a god გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსის ახალ, რიგით მეოთხე ალბომში If I Can’t Have Love, I Want Power შედის, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაეშვა. სტუდიური ჩანაწერი 13 კომპოზიციას აერთიანებს და მისი პროდიუსერები ცნობილი პოსტინდასტრიალ კოლექტივის Nine Inch Nails წევრები, ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი არიან. 

► ნახეთ: ჰოლზი ახალ ალბომს If I Can’t Have Love, I Want Power ავრცელებს

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. 2020 წელს კი ჰოლზიმ პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი Manic გამოუშვა. არტისტს ამ დრომდე ოთხი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული