Thumbnail

ნახეთ: მიკ ჯაგერი თავისი უმცროსი ძმის კლიპში Anyone Seen My Heart მონაწილეობს

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Rolling Stones-ის ფრონტმენი, მიკ ჯაგერი თავისი უმცროსი ძმის, კრისის კომპოზიციაზე Anyone Seen My Heart გადაღებულ კლიპში მონაწილეობს. სიმღერა კრის ჯაგერის ახალ ალბომში Mixing Up The Medicine არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გავრცელდა. 

► ნახეთ: მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა ერთობლივი სიმღერა Eazy Sleazy გაავრცელეს

მუსიკოსმა, პროდიუსერმა, მსახიობმა და ჟურნალისტმა, კრის ჯაგერმა თავისი სადებიუტო ალბომი You Know the Name But Not the Face 1973 წელს გამოუშვა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული, ასევე, The Rolling Stones-ის სტუდური ნამუშევრების Dirty Work (1986) და Steel Wheels (1989) ჩაწერაში.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული