Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა კომპოზიციაზე Donda Chant გადაღებული ვიდეო გაავრცელა

ცნობილმა ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა თავისი ახალი, რიგით მეათე ალბომის Donda გამხსნელი კომპოზიციის Donda Chant ვიდეო გაავრცელა. არტისტის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებული ვიზუალური ნამუშევარი სტუდიური ჩანაწერის გამოსვლის წინ, 26 აგვისტოს ქალაქ ჩიკაგოს სტადიონზე გამართული საჯარო მოსმენისას არის გადაღებული.

► არაერთხელ გადადების შემდეგ, ქანიე ვესთმა ახალი ალბომი Donda გაავრცელა

► ქანიე ვესთი: ალბომი Donda ჩემი ნებართვის გარეშე გამოუშვეს

► ნახეთ: ქანიე ვესთის ახალი კლიპი კომპოზიციაზე Come to Life

► ნახეთ: ქანიე ვესთმა კომპოზიციაზე "24" გადაღებული ვიდეო გაავრცელა

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული