Thumbnail

ნახეთ: G-Eazy და დემი ლოვატო ახალ სიმღერაზე Breakdown გადაღებულ ვიდეოს ავრცელებენ

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy და ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ ახალი კოლაბორაციული კომპოზიცია Breakdown და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელეს.

►  მოუსმინეთ: G-Eazy ახალ კომპოზიციას The Announcement ავრცელებს

► დემი ლოვატო: შეიძლება, ერთხელაც თავი ტრანსგენდერად აღვიქვა

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything's Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა. G-Eazy-ს ახალი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით These Things Happen Too კი გაყიდვაში 24 სექტემბერს ჩაეშვება.

დემი ლოვატომ კი მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული